Skip to content
March 5, 2013 / joninews

TBC, Liberty and Alfa Bank

სააკაშვილი გამოხატავს „სინანულს“ რაღაცის „არასწორად თქმის“ გამო

2013.03.04 02:13
TBC ბანკი დაLiberty ბანკი რუსულ ბანკებს უნდა მიჰყიდონ: მართლა? გასულ კვირას საქართველოში საინტერესო ინფორმაციამ გაიჟღერა. არჩევნებში დამარცხებულმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ TBCბანკი და Libertyბანკი მალე რუსული ბანკების საკუთრება გახდებოდა, თუმცა მალევე Liberty ბანკმა Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მოგვიანებით TBC ბანკმა იგივე გაიმეორა. ეს იყო სააკაშვილის უცნაური შეცდომა, რომლის ინტერესშიც რატომღაც შედის მსგავსი ხმების გავრცელება. როდესაც პრეს კონფერენციის ბოლოს სააკაშვილს აცნობეს, რომ ბანკებმა ინფორმაციის უარყვეს, მან განაცხადა, რომ ის იქნებოდა მოხარული თუკი მისი ინფორმაცია აღმოჩნდებოდა მცდარი, თუმცა მაინც დასძინა, რომ ეს ინფორმაცია რეალური იყო, რომელიც მან ეროვნული ბანკისგან მიიღო. რა თქმა უნდა პრეზიდენტი დარწმუნებული იყო ამ ამბის სიმართლეში, ვინაიდან იგი მისი უახლოესი მეგობრების მიერ იყო ინფორმირებული. მოგვიანებით TBCბანკმა განაცხადა: „საქართველოს პრეზიდენტმა ახლახანს გააკეთა სატელევიზიო განცხადება, თითქოს რუსეთის უმსხვილესმა ბანკმა „Alfa“–მ შეისყიდა TBC ბანკის აქციები, ჩვენ გვინდა ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ არანაირი მოლაპარაკებები რუსულ ან ნებისმიერი სხვა ბანკებთან არ მიმდინარეობს და მსგავსი არც უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი.“
მიშა სულაც არ არის სულელი, უბრალოდ მას სურს თავი ყველაზე „ანტი-რუსულ“
ადამიანად წარმოაჩინოს, რაც მისი აზრით საზოგადოების მხარდაჭერას მოუტანს
და დაეხმარება კვლავ დაიბრუნოს ძალაუფლება, რომელიც მან ოქტომბერში
გამართული არჩევნების შედეგად დაკარგა, ამის განხორციელებას კი იგი
ახლანდელი მთვრობის ხალხის თვალში კრემლის დივიზიის წარმომადგენლად
წარმოჩენით ცდილობს. მას აღარ აქვს პრეტენზია იყოს საქართველოს და
ქართველი ხალხის პრეზიდენტი და ყველაფერს აკეთებს რათა „კოჰაბიტაცია“
განახორციელოს ახლანდელ მთვრობასთან, რომელიც ქართველმა ხალხმა
სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ აირჩია.

დამარხული საიდუმლოებები
TBC ყველაზე სოლიდურ და უსაფრთხო ბანკად მოიაზრება საქართველოში, თუმცა ის
მაინც საიდუმლოებითაა მოცული და არავის სურს მათი გამომჟღავნება, ვინაიდან
ეს მისი მფარველებისათვის დიდი დარტყმა იქნება, მაგრამ თუ საქართველოს
ნამდვილად სურს დემოკრატია, მაშინ მან შესაბამის ინსტიტუციებს ადრე თუ
გვიან ყველაფერზე პასუხი უნდა მოკითხოს. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც დღესაც დგას არის ბადრი პატარკაციშვილისა და
ჯორჯ სოროსის საქმე. რა იყიდა სოროსმა ბანკში და შემდეგ რა გამოისყიდა?
ან რატომ იყიდა პატარკაციშვილმა ის , რაც სოროსმა გაყიდა? თავის დროზე
ამბობდნენ, რომ თითქოს ეს ტრანსაქციები იმ დროინდელ Sistema-სთან, რუსულ
საგამოძებო სამსახურთან და რუსულ და აღმოსავლურ ბანკებთან იყო კავშირში.
Sistema-ს მთვარი მენეჯერი პასუხს აგებდა საქართველოსთან დაკავშირებულ
საბანკო სექტორზე ,მას შესწავლილი ჰქონდა ფინანსები ამერიკაში და ზოგჯერ
მუშაობდა კიდეც ამერიკულ ბანკებთან. ამ პიროვნებას მოსკოვის ყოფილ მერთან
იური ლუჟკოვთანაც ჰქონდა გარკვეული კავშირები .

აუცილებელი გავიაზროთ რა გავლენა იქონია პრეზიდენტ შევარდნაძის გადაყენებამ რუსეთის გავლენის სფეროებზე (პოლიტიკაში, ბიზნესში, საგამომძიებლო და სპეციალურ სამსახურებში), ის თუ რაოდენ მაღალ ინსტიტუციონალიზებული იყო ეს კავშირები, რომლებიც ამასთანავე დაკავშრებულნი იყვნენ ორგანიზებულ დანაშაულებთან. ზოგიერთი მათგანი კვლავ განაგრძობდა ვარდების რევოლუცის შემდგომ მოსულ მთვრობასთან თანამშრომლობას, თუმცა ამასთნავე ისინი საკუთარ ძალებსაც იმაგრებდნენ ქვეყანაში. მათ კვლავ შესთვაზეს ახალ მთვრობას ის ძველი წინადადებები, რომლებიც შევარდნაძისთვის უინტერესო იყო და სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, თამაშის წესებიც შეიცვალა. საქართველომ ფართოდ გაუღო კარი ბიზნესს და მალევე ის დაყოლიებულ იქნა საეჭვო კომპანიების მიერ თავიანთი ბინძური მოტივაციებით, რომელთა უმეტესობაც იგივე კორუმპირებული კავშრების მიერ იყო მართვადი.

მოტივაციები

სააკაშვილის სიტყვების შემდგომ , მრავალი განცხადება რომელიც ამ ქალაქში
თქმულა ან ნახევრად მართალია, ან მთლიანად ტყუილი. მედია ავრცელებს ბინძურ
ჭორებს და ამასობაში სააკაშვილის PR მანქანა ანადგურებს ბიზნესის იმიჯს
საქართველოში, როდესაც ამგვარი ისტორიების სუბიექტები ხდებიან ბანკები,
ამით როგორც ქვეყნის ბიზნეს კლიმატი, ასევე ეროვნული უსაფრთხოებაც
ზიანდება. საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს გაანადგუროს ბანკები და
დაარწმუნოს ინვესტორები რომ მათგან თავი შორს დაიჭიროს… სააკაშვილს სურს
გააკოტროს ბანკები, რათა შემდგონში მის კართან დგომა მოუწიოთ
მათხოვრებივით დასახმარებლად.

კარგად დაზეთილი PR მანქანა
სააკაშვილის სიტყვებმა მთელი მსოფლიო მოიცვა და ახლა პრეზიდენტი თავისი კარგად დაზეთილი PR მანქანითა და ნაციონალური მოძრაობის მეშვეობით ცდილობს რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს ქვეყანას რათა დაამარცხოს ახლანდელი მთვრობა. ყველასათვის კარგადაა ცნობილი ნაციონალების ტაქტიკა, მათ შორის ამერიკის ელჩისთვისაც. სააკაშვილი ძალიან დაძაბულია წარსული ცოდვების გამო და სწორედ ამიტომ ის დიდ საფრთხეს წარმოადგენს არა ქვეყნისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის და მათთვის ვინც მას მწარე დასასრულამდე უჭერს მხარს.
მანამ სანამ მსგავსი სიცრუე ვრცელდება, სისულელეა თანამშრომლობაძე საუბარი. აუცილებელია გამოძების ჩატარება რათა გაირკვეს, თუ საიდან წამოვიდა დეზინფორმაცია ამ ბანკების გაყიდვასთან დაკავშირებით. ლომის წვლილი ამ დანერგილ მითქმა-მოთქმაში პრეზიდენტის უახლოეს მოკავშირეებს მიუძღვით. ბევრმა საერთშორისო მისიებმა და საფინანსო ორგანიზაციებმა იციან: მისი პარანოია ჯერ კიდევ დაუკმაყოფილებელია.
სააკაშვილს თანდაყოლილი თვისება აქვს თავის უმანკოდ წარმოჩენის და საშიში
გადაწყვეტილებების მიღების. მისი განცხადებები ბანკების შესახებ არის
სისულელე და ეს პარანოია პრეს–კონფერენციის დროსვე გამომჟღვნდა.
წინა დღეს ნაციონალური მოძრაობის PR მანქანა მწყობრიდან გამოვიდა
როდესაც მიშა ჩახტა თავის მანქანაში და ცოლთან ერთად გავარდა
აეროპორტში დაცვის გარეშე, ეს იყო სხვა არაფერი თუ არა ტელე–შოუ
,პრეზიდენტი ვერ ხვდება , რომ მისი საქციელი უკუ რეაქციას იწვევს
საზოგადოებაში.
სააკაშვილმა მარგარეტ ტეტჩერი და ლი კვან იეუ თავის საყვარელ პოლიტიკურ გმირებად დაასახელა, თუმცა ისტორია მას ალბათ პოლ დეჩანელს უფრო მიამსგავსებს, რომელიც საფრანგეთში პროგრესული რესპუბლიკური პარტიის ლიდერი იყო და გაპრეზიდენტებიდან რამდენიმე თვეში 1920 წელს, მასთან დაკავშირებული ისეთი ინციდენტის გამო, როგორებიც იყო ელჩებთნ შეხვედრა პრაქტიკულად შიშველ მდგომარეობაში და მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრა ტბაში, ტანსაცმლით – გადააყენეს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: